Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო სირიაზე რეზოლუციას განიხილავს


გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო იმსჯელებს რეზოლუციის პროექტზე, რომელშიც დაგმობილია სირიის რეჟიმის მიერ ლიბანელი „ჰიზბოლას“ მეომრების გამოყენება მეამბოხეებთან ბრძოლაში. რეზოლუციის პროექტის ინიციატორები არიან შეერთებული შტატები, თურქეთი და კატარი. ტექსტში მიუთითებენ „სერიოზულ საფრთხეზე“, რომელსაც რეგიონის სტაბილურობას უქმნის სირიაში უცხოელი მეამბოხეების ყოფნა. ირანის მხარდამჭერი „ჰიზბოლას“ ექსტრემისტები ბოლოხანს სირიის მთავრობის ჯარებთან ერთად მონაწილეობდნენ ოპერაციაში სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქალაქ ქუსაირის ასაღებად. რეზოლუციის პროექტი, რომელსაც ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო განიხილავს, შეიცავს სირიის ხელისუფლების მიმართ მოწოდებას, გაეროს და ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს მისცეს ძალადობით დაზარალებული სამოქალაქო პირების დახმარების საშუალება.
XS
SM
MD
LG