Accessibility links

პაკისტანში მოკლეს თალიბანის ერთ-ერთი ლიდერი


რადიო თავისუფლების პაკისტანური სამსახურის ცნობით, რომელიც ადგილობრივ და თალიბანის წყაროებს ეფუძნება, პაკისტანში აშშ-ის უპილოტო თვითმფრინავის თავდასხმისას მოკლეს რანგით მეორე პირი თალიბანის ხელმძღვანელობაში, ვალი-ურ რეჰმან მეჰსუდი. ის წუხელ დაიღუპა ჩრდილოეთ ვაზირისტანში, სოფელ ჩასმაპულზე საჰაერო დარტყმის შედეგად. აშშ-ს 5 მილიონამდე დოლარის პრემიები აქვს დაწესებული ინფორმაციისათვის, რომელსაც მოჰყვება პაკისტანში მოქმედი თალიბანის ორი ლიდერის ადგილსამყოფელის დადგენა. რანგით მეორე ლიდერი, რომელიც ლიკვიდირებულია, მიჩნეული იყო პაკისტანის დედაქალაქში, სასტუმრო "მერიოტზე" 2008 წლის სექტემბრის თავდასხმის ორგანიზებაში. თავდასხმამ 50-ზე მეტი ადამიანი შეიწირა. წუხელ უპილოტო თვითმფრინავის დარტყმის შედეგად კიდევ რამდენიმე თალიბი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG