Accessibility links

logo-print

ბრიტანეთი ადასტურებს 90-მდე ავღანელის დაკავების შესახებ ცნობას


ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ფილიპ ჰემონდმა დღეს დაადასტურა, რომ ბრიტანელ სამხედროებს 90-მდე ავღანელი ჰყავთ დაკავებული ბაზაზე, რომელიც სამხრეთ ავღანეთში მდებარეობს. ჰემონდის თქმით, მათი დაკავება კანონიერია. მანამდე, ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაცია BBC-მ გაავრცელა ცნობა, რომ ბრიტანეთის ჯარებს „უკანონოდ“ ჰყავთ დაკავებული ავღანელები „ბასტიონში“ - ავღანეთში ბრიტანელების უდიდეს სამხედრო ბაზაზე. რვა დაკავებულის ადვოკატებმა BBC-ს უთხრეს, რომ მათი კლიენტები 14 თვეა, ბაზაზე იმყოფებიან ისე, რომ მათთვის ბრალი არ წაუყენებიათ. ცნობების თანახმად, ბრიტანელმა ჯარისკაცებმა სოფლებში რეიდებისას შეიპყრეს მეამბოხეობაში ეჭვმიტანილი პირები, მათ შორის მოზარდები.
XS
SM
MD
LG