Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისთვის დიცის მახლობლად ღობეების აღმართვა მიუღებელია


”ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისთვის დიცის მახლობლად ღობეების აღმართვა მიუღებელია”, - ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. მათივე ინფორმაციით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ანჟეი ტიშკევიჩი გუშინ შემთხვევის ადგილზე დაბრუნდა სიტუაციაზე დაკვირვების, ინფორმაციის მოგროვებისა და დამოუკიდებელი აზრის გამოხატვის მიზნით, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის პარასკევს დაგეგმილი შეხვედრის წინ. "ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ დააფიქსირა ღობეების აღმართვისა და დაბრკოლებების ზრდა, რაც უარყოფითად აისახება ადგილობრივ მოსახლეობაზე. ამან შეიძლება ხელი შეუწყოს იმედგაცრუებასა და მომავალ პროტესტს, რამაც შესაძლოა, ამ მგრძნობიარე რეგიონში მომავალში დესტაბილიზაცია გამოიწვიოს", - განაცხადა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ელჩმა ანჟეი ტიშკევიჩმა.
XS
SM
MD
LG