Accessibility links

logo-print

ჟან კლოდ მინიონი: ”ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა დიდ ყურადღებას უთმობს საქართველოში მართლმსაჯულების მოქმედებას”


ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა დიდ ყურადღებას უთმობს საქართველოში მართლმსაჯულების მოქმედებას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ჟან კლოდ მინიონმა განუცხადა. მინიონი ამ საკითხს გუშინ, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ პაატა ზაქარეიშვილთან შეხვედრის შემდეგ გამოეხმაურა, როდესაც ვანო მერაბიშვილის დაკავებასთან დაკავშირებით ჟურნალისტების შეკითხვას უპასუხა. მისი თქმით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მუდმივად აცხადებს, რომ არ მიიღებენ შერჩევით სამართალს. "ბუნებრივია, ჩვენ არ გვაქვს უფლება, ჩავერიოთ ამა თუ იმ ქვეყნის მართლმსაჯულების საქმიანობაში, თუმცა, გვსურს ყველა პროცედურა იყოს დაცული. თუკი ვიღაც მართლა უნდა წარდგეს სასამართლოს წინაშე, მაშინ უნდა მოეწყოს ნამდვილი, ჭეშმარიტი პროცესი. ბუნებრივია, ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს და დარწმუნებული ვარ, ყველანაირი ორაზროვნება უახლოეს მომავალში მოიხსნება", - განაცხადა მინიონმა. მისი თქმით, დღეს ის შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს.
XS
SM
MD
LG