Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში სასამართლომ კანონიერად ცნო „პუსი რაიოტის“ წევრებისათვის გამოტანილი განაჩენი


მოსკოვში სასამართლომ კანონიერად ცნო განაჩენი, რომელიც პანკ-ჯგუფ „პუსი რაიოტის“ წევრებს გამოუტანეს მოსკოვში, მაცხოვრის ტაძარში ჩატარებული აქციისათვის. „პუსი რაიოტის“ ორი წევრი - მარია ალიოხინა და ნადეჟდა ტოლოკონიკოვა ორწლიან პატიმრობას იხდიან. ცნობაში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა მოსკოვის საქალაქო სასამართლოს ვებსაიტზე, ნათქვამია, რომ არ დაკმაყოფილდა სარჩელი, რომლითაც სასამართლოს მიმართა ალიოხინას და ტოლოკონიკავას ინტერესების დამცველმა ადვოკატმა. დღესვე ადვოკატმა ირინა ხრუნოვამ განაცხადა, რომ ალიოხინას საპატიმროში მოინახულებენ უფლებადამცველები, მისი მდგომარეობის შესაფასებლად. ალიოხინამ 22 მაისს შიმშილობა გამოაცხადა პროტესტის ნიშნად მას შემდეგ, რაც სასამართლომ უარი უთხრა თხოვნაზე, დასწრებოდა სხდომას საპატიმროდან მისი პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განსახილველად. 23 მაისს ალიოხინას უარი უთხრეს პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე. „პუსი რაიოტის“ კიდევ ერთი წევრი, ეკატერინა სამუცევიჩი, პირობით სასჯელს იხდის.
XS
SM
MD
LG