Accessibility links

logo-print

ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომაზე კონსოლიდირებული ანგარიში განიხილება


დღეს, ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომაზე საქართველოში კონფლიქტის შესახებ ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, ტორბიორნ იაგლანდის მე-7 კონსოლიდირებული ანგარიში განიხილება. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, თამარ ბერუჩაშვილის ინფორმაციით, ანგარიში ევროპის საბჭოს ყოველ 6 თვეში ერთხელ წარედგინება. მე-7 კონსოლიდირებული ანგარიში მოიცავს პერიოდს 2012 წლის ოქტომბრიდან 2013 წლის მარტის ჩათვლით. თამარ ბერუჩაშვილის განცხადებით, მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოვა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი. "მნიშვნელოვანია, რომ ევროპის საბჭო აგრძელებს რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს იმ ვალდებულებების მონიტორინგს, რომელიც უკავშირდება 2008 წლის აგვისტოს ომსა და საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას და აღნიშნული საკითხი მუდმივად დგას ორგანიზაციის პოლიტიკურ დღის წესრიგში", - აღნიშნა ბერუჩაშვილმა.
XS
SM
MD
LG