Accessibility links

ქუთაისს დღეიდან ახალი მერი ეყოლება


ქუთაისის საკრებულო დღეს ქალაქის ახალ მერს დაამტკიცებს. "ინტერპრესნიუსის" რეგიონული კორესპონდენტის ინფორმაციით, უკვე ცნობილია კომისის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, ქუთაისის მერის ვაკანტურ თანამდებობაზე შერჩეულია დიმიტრი კოპალიანი. დიმიტრი კოპალიანი ბოლო 20 წელიწადია, საქართველოში არ უცხოვრია და ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს. ქუთაისის მერობაზე 71 ადამიანი აცხადებდა პრეტენზიას. 7-კაციანი კომისია კანდიდატების შესარჩევად ერთი თვე მუშაობდა. ქუთაისის მერის თანამდებობა ვაკანტური აპრილში გახდა მას შემდეგ, რაც ადგილობრივმა საკრებულომ ქალაქის მერს, ბესიკ ბრეგაძეს უნდობლობა გამოუცხადა.
XS
SM
MD
LG