Accessibility links

სასჯელაღსრულების სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსს შესაძლოა თანამდებობა დაატოვებინონ


სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსს, მირზა სუბელიანს შესაძლოა, თანამდებობა დაატოვებინონ. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსი" ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით იუწყება. სუბელიანის გათავისუფლების მიზეზად პატიმარ კორტავას გარდაცველების ფაქტი სახელდება. 23 მაისს, სასჯელაღსრულების სამინისტრომ პატიმრის გარდაცვალების შესახებ ორი სხვადასხვა ვერსია გაავრცელა. პირველი ვერსიით პატიმარი სამედიცინო დაწესებულებაში კიბეზე დაგორდა, მეორე, შემთხვევაში კი სამინისტრო იუწყებოდა, რომ პატიმრებს შორის დაპირისპირების შედეგად მიიღო დაზიანებები, რაც მისი გარდაცვალების მიზეზი გახდა.
XS
SM
MD
LG