Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟან კლოდ მინიონი თბილისში შეხვდა ოპოზიციის და ხელისუფლების წარმომადგენლებს


ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ჟან კლოდ მინიონი დღეს თბილისში შეხვდა ოპოზიციის და ხელისუფლების წარმომადგენლებს. საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მინიონს მიაწოდა ამომწურავი ინფორმაცია ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ შექმნილ ვითარებაზე და გადასცა საქართველოს მთავრობის და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განცხადებები. ფანჯიკიძემ აღნიშნა, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი შეშფოთებულია ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მდგომარეობით და უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ არ არსებობს საერთაშორისო ინსტრუმენტი, რომელიც გააკონტროლებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ არსებულ ვითარებას.
XS
SM
MD
LG