Accessibility links

logo-print

უსუფაშვილი არ გამორიცხავს, რომ მავთულხლართების გავლებით რუსეთის გარკვეული წრეები ხელს უშლიან დიალოგს


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არ გამორიცხავს, რომ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვართან მავთულხლართების გავლებით რუსეთის ხელისუფლების გარკვეული წრეები ცდილობენ ხელი შეუშალონ დიალოგისკენ გადადგმულ პირველ ნაბიჯებს. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ ამ მიმართულებით საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა იქნება პრინციპული, მაგრამ ფრთხილი, რათა მიზნის მიღწევა ვერ შეძლონ ძალებმა, რომლებსაც არ სურთ საქართველო-რუსეთის ურთიერთობის მოგვარება. თავად ჟან კლოდ მინიონმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ადმინისტრაციულ საზღვართან შექმნილი ვითარება აწუხებს საქართველოს მთავრობას და აწუხებს ევროსაბჭოსაც. საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის თქმით, ევროპის საბჭო უპირატესობას დიალოგის პროცესს ანიჭებს და 2008 წლის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით აკვირდება.
XS
SM
MD
LG