Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის მერი და საპარლამენტო უმცირესობის წევრები ჟან კლოდ მინიონს შეხვდნენ


თბილისის მერი გიგი უგულავა და საპარლამენტო უმცირესობის წევრები ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, ჟან კლოდ მინიონს შეხვდნენ. მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიგი უგულავასთან ერთად შეხვედრას დაესწრნენ გიორგი ბარამიძე, ჩიორა თაქთაქიშვილი და თინათინ ბოკუჩავა. ისინი მინიონს ესაუბრნენ პოლიტიკურ დევნაზე, თვითმმართველობების შევიწროებასა და შერჩევით მართლმსაჯულებაზე.
XS
SM
MD
LG