Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ახალგაზრდა ფეხბერთელები ევროპის ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ


საქართველოს 19 წლამდე ასაკის ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალური ტურნირის საგზური მოიპოვა. „ელიტ-რაუნდის“ ბოლო მატჩში ქართველმა ფეხბურთელებმა დაამარცხეს მასპინძელი ქვეყნის, ბელგიის ნაკრები (2:0) და 7 ქულით პირველი ადგილი დაიკავეს მე-6 შესარჩევ ჯგუფში, სადაც მათთან და ბელგიელებთან ერთად თამაშობდნენ ინგლისი და შოტლანდია. ამ ასპარეზობაში, რომელსაც 20 ივლისიდან 1 აგვისტომდე უმასპინძლებს ლიტვა, სულ რვა გუნდი ითამაშებს. მათგან უკვე ცნობილია სამის ვინაობა: საქართველო, თურქეთი და ლიტვა (როგორც შეჯიბრების მასპინძელი).
XS
SM
MD
LG