Accessibility links

ამერიკელი ჯარისკაცი აპირებს თავი დამნაშავედ ცნოს 16 ავღანელის დახოცვაში


ამერიკელი ჯარისკაცი რობერტ ბეილსი, რომელსაც 16 ავღანელი მშვიდობიანი მოქალაქის დახოცვა ედება ბრალად, ბრალის აღიარებას აპირებს. ამ გადაწყვეტილების მიზანი კი სასიკვდილო განაჩენის თავიდან აცილების მცდელობაა. ბრალდების თანახმად, რობერტ ბეილსმა 2012 წლის მარტში ყანდაარის პროვინციაში განხორციელებული იერიშის დროს 16 მშვიდობიანი მოქალაქე, უმრავლესად – ქალები და ბავშები დახოცა. ბეილსის ერთ–ერთმა ადვოკატმა განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი აპირებს თავი დამნაშავედ ცნოს. ამის შემდეგ ის სამხედრო ტრიბუნალის წინაშე წარდგება და მსჯავრს გამოუტანენ. რობერტ ბეილსის ადვოკატები აპირებენ გაარკვიონ – სამუდამო პატიმრობის მისჯის შემთხვევაში იქნება თუ არა გათვალისწინებული შეწყალების უფლების მინიჭება მსჯავრდებულისთვის.
XS
SM
MD
LG