Accessibility links

logo-print

ბრიტანელი ჯარისკაცის მკვლელობაში ბრალდებული დღეს წარდგება სასამართლოს წინაშე


დღეს ლონდონის სასამართლოს წინაშე წარდგება ბრიტანელი ჯარისკაცის მკვლელობაში ერთ-ერთი ბრალდებული. ლი რიგბი გასულ კვირაში ლონდონში მოკლეს. ამ ფაქტმა შეაძრწუნა მთელი ბრიტანეთი. პოლიციის ინფორმაციით, მაიკლ ადებოვალეს ბრალი ოთხშაბათს საღამოს წაუყენეს რიგბის მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ ფლობაში. 22 მაისს ლი რიგბის ჯერ მანქანა დაეჯახა, შემდეგ კი ის ორმა პირმა დანებით დაჩეხა. ორივე დამნაშავე პოლიციამ დაჭრა. მეორე ეჭვმიტანილი მაიკლ ადებოლაიო ლონდონის ერთ-ერთ საავადმყოფოში რჩება. ლი რიგბის მკვლელობის საქმეზე კიდევ რვა პირი დააკავეს. 6 მათგანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, ორი კი - ბრალის წაყენების გარეშე გაუშვეს.
XS
SM
MD
LG