Accessibility links

logo-print

ნინო ბურჯანაძე საპრეზიდენტო კანდიდატად ოფიციალურად დასახელდა


ნინო ბურჯანაძე "დემოკრატიული მოძრაობის" სახელით, საპრეზიდენტო კანდიდატად ოფიციალურად დასახელდა. დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მან განაცხადა, რომ "სახალხო კრების" მიერ პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენა დიდი პატივი იყო და ამ გადაწყვეტილებას "დემოკრატიული მოძრაობის" პოლიტსაბჭოც ეთანხმება. ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტად უნდა აირჩეს დამოუკიდებელი და გამოცდილი პოლიტიკოსი. "ქვეყნისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტად არჩეულ იქნას არა "ქართული ოცნების" წარმომადგენელი, არამედ ისეთი პოლიტიკური ფიგურა, რომელიც არ იქნება დავალებული "ქართული ოცნებისაგან" და რომელიც არ იქნება დამოკიდებული არავისზე, გარდა საკუთარი ხალხისა”, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
XS
SM
MD
LG