Accessibility links

logo-print

შსს მომავალ კვირაში გეგმავს პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების არქივის განადგურება


საქართველოს შსს მოქალაქეთა პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების არქივის განადგურებას მომავალ კვირაში გეგმავს - ამის შესახებ ბრიუსელში ვიზიტისას განაცხადა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. მან ევროპული პოლიტიკის ცენტრში გამოსვლისას აღნიშნა, რომ ბრიუსელში არ იმყოფება იმისათვის, რომ საქართველოს წინა მთავრობა გააკრიტიკოს, თუმცა არქივი თვალსაჩინო მაგალითია იმისა, თუ როგორ მუშაობდა წინა ხელისუფლება და რა მეთოდებს იყენებდა ადამიანების, მათ შორის საკუთარი გუნდის წევრების წინააღმდეგ. ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, ყველას, ვისაც უკანონოდ მოპოვებული ჩანაწერების ასლები გააჩნია, სამინისტროსთან თანამშრომლობის შემთხვევაში ხელისუფლება ამნისტიას სთავაზობს. ამავე გამოსვლისას საქართველოს შს-თა მინისტრმა ისაუბრა ვანო მერაბიშვილის საქმეზე და მისი დაკავების პირადი, ან პოლიტიკური მოტივი გამორიცხა. "როდესაც კანონდარღვევისთვის დავაპატიმრე საკუთარი მოადგილე, რატომ არ შეიძლება დავაკავოთ თუნდაც ყოფილი მინისტრი ან პრემიერ-მინისტრი, თუ გაირკვევა, რომ მან კანონი დაარღვია?!” - განაცხადა ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, საბოლოო გადაწყვეტილებას სასამართლო მიიღებს.
XS
SM
MD
LG