Accessibility links

იუწყებიან, რომ ბაშარ ალ-ასადი ადასტურებს რუსეთისგან S-300 ტიპის რაკეტების მიღებას


გავრცელებული ცნობებით სირიის პრეზიდენტი, ბაშარ ალ-ასადი ადასტურებს დამასკის მიერ რუსეთისგან ანტი-სარაკეტო სისტემის პირველი პარტიის მიღებას. ჰესბოლასთან კავშირის მქონე, ლიბანური ტელეკომპანია ალ-მანარი ავრცელებს ასადის სიტყვებს - ნაწყვეტს ინტერვიუდან, რომელიც მთლიანად ხუთშაბათს მოგვიანებით უნდა გადაიცეს. გავრცელებული ცნობით, ასადი ამბობს, რომ S-300 ტიპის რაკეტების დარჩენილი პარტია დამასკში „მალე ჩავა“. მოსკოვი იცავს თავის გადაწყვეტილებას სირიის მთავრობის ამ ტიპის ანტი-სარაკეტო სისტემით მომარაგების თაობაზე და აცხადებს, რომ ეს სისტემა უცხოეთის სამხედრო ინტერვენციის შემაკავებელი ფაქტორი გახდება. ამ ტიპის რაკეტების სირიაში ჩატანა ზრდის შეშფოთებას ისრაელთან დაძაბულობის გაღრმავების თაობაზე. ისრაელმა გასულ თვეში განახორციელა საჰაერო თავდასხმები სირიის შიგნით, იმ იარაღის გასანადგურებლად, რომელიც, გავრცელებული ვარაუდით, ჰესბოლასთვის იყო განკუთვნილი. სტამბოლში ხუთშაბათს სირიის მთავარმა, დასავლეთის მიერ მხარდაჭერილმა ოპოზიციურმა ჯგუფმა, სირიის ეროვნულმა საბჭომ განაცხადა, რომ არ მიიღებს მონაწილეობას საერთაშორისო სამშვიდობო კონფერენციაში, რომლის გამართვაც მომავალ თვეში, ჟენევაში იგეგმება.
XS
SM
MD
LG