Accessibility links

logo-print

ბრიტანეთში ჯარისკაცის მკვლელობაში ბრალდებული პირი სასამართლოს წინაშე წარდგა


პირი, რომელსაც ბრალად ედება გასულ კვირაში, ლონდონში ბრიტანელი ჯარისკაცის მკვლელობა, სასამართლოს წინაშე წარდგა. სასამართლოს მიერ დღეს მიღებული განაწყვეტილების თანახმად, 22 წლის მაიკლ ადებოვალე პატიმრობაში რჩება და ორშაბათს ბრიტანეთის ცენტრალური სასამართლოს წინაშე წარდგება. ადებოვალეს ბრალი ოთხშაბათს წაუყენეს, მას შემდეგ, რაც პოლიციასთან ურთიერთსროლის მერე 6 დღე დაჰყო საავადმყოფოში. ბრალდება მოიცავს 25 წლის ჯარისკაცის, ლი რიგბის მკვლელობას და იარაღის შენახვას. მკვლელობასთან დაკავშირებით დაკავებულია კიდევ ერთი კაცი, მაიკლ ადებოლაჯო, რომელიც კვლავ საავადმყოფოში რჩება. ჯარისკაცი რიგბი 22 მაისს, ლონდონის სამხრეთ-აღმოსავლეთში, დღისით მოკლეს. მას ჯერ მანქანა დააჯახეს და შემდეგ დანებით მიაყენეს სასიკვდილო ჭრილობები.
XS
SM
MD
LG