Accessibility links

ცნობების თანახმად, პაკისტანის თალიბანმა შეარჩია მოკლული ლიდერის შემცვლელი


გავრცელებული ცნობებით, პაკისტანში მოქმედმა თალიბანმა შეარჩია პირი, რომელმაც უნდა შეცვალოს მოკლული ვალი-ურ რეჰმანი - რიგით მეორე ლიდერი, რომელიც ოთხშაბათს, აშშ-ის უპილოტო თვითმფრინავების იერიშს ემსხვერპლა ავღანეთის საზღვართან ახლოს, ჩრდილოეთ ვაზირისტანში. თალიბანის წარმომადგენლებმა რადიო თავისუფლების პაკისტანურ სამსახურს განუცხადეს, რომ რეჰმანის დასაფლავების შემდეგ მის შემცვლელად ხან საედი დაინიშნა. საედი დიდი ხნის მანძილზე იყო რეჰმანის მოადგილე. რადიო თავისუფლების პაკისტანური სამსახურის კორესპონდენტის, საილაბ მეჰსუდის თქმით, პაკისტანის ბევრი მებრძოლის მსგავსად, საედსაც აქვს მეზობელ ავღანეთში ბრძოლის გამოცდილება:„მისი სახელი მჭიდროდ უკავშირდება ავღანეთში მიმდინარე ჯიჰადს როგორც წარსულში, [1990-იან წლებში], ისე ამჟამად. იუწყებოდნენ, რომ ოთხშაბათის საჰაერო თავდასხმის შედეგად ის დაიჭრა, თუმცა ეს ცნობა არ დადასტურდა. გავრცელებული ვარაუდით, ახლა ის ავღანეთში იმყოფება“.საიედი 38 წლისაა. გავრცელებული ცნობებით, მას მონაწილეობა აქვს მიღებული კარაჩიში საზღვაო ბაზაზე 2011 წელს მიტანილ იერიშში. ამასთან, მის სახელს უკავშირებენ 2012 წელს ციხიდან პატიმრების გაქცევის ფაქტს,რომლის დროსაც ჩრდილოდასავლეთის ქალაქ ბანუში თალიბანმა 400 პატიმარი გაანთავისუფლა.
XS
SM
MD
LG