Accessibility links

logo-print

ნემცოვი: გივი თარგამაძე ავანტიურისტი, გაიძვერა, ლოთი, მოლაყბე და პროვოკატორია


რუსეთში ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა და წარსულში ვიცე-პრემიერმა, ბორის ნემცოვმა პრეს-კონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ ფონდიდან, რომელიც სოჭის ოლიმპიური თამაშებისთვის არის გამოყოფილი, გაფლანგულია 15,5 მილიარდი რუბლი, ანუ 490 მილიონამდე დოლარი. ნემცოვის თქმით, თანხა ოფიციალურმა პირებმა და სამშენებლო კომპანიებმა გაფლანგეს. ნემცოვმა - რომელიც ამჟამად ოპოზიციურ რესპუბლიკურ პარტიას ხელმძღვანელობს - ამავე პრეს-კონფერენციაზე ისაუბრა ქართველ პოლიტიკოსზე, გივი თარგამაძეზე და მის კავშირებზე რუსეთის ოპოზიციასთან: „მე უკვე არაერთხელ მითქვამს, რომ გივი [თარგამაძე] არის ერთგვარი საერთაშორისო ავანტიურისტი, გაიძვერა, ლოთი, მოლაყბე და თან პროვოკატორი. პუტინის რეჟიმის მცდელობები, წარმოადგინონ ის ბოროტმოქმედად, რომელიც ამხობს დიად და ყოვლისშემძლე პუტინს, თან სასაცილოა, და თან უბადრუკი.“ რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა გივი თარგამაძეს 2012 წლის 6 მაისს ბოლოტნაიას მოედანზე მომხდარი მასობრივი არეულობის ორგანიზებაში დასდო ბრალი.
XS
SM
MD
LG