Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უნისეფი: შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები ყველაზე გარიყულები არიან


გაეროს ბავშვთა ფონდის, უნისეფის მიერ გავრცელებული ახალი ანგარიშის თანახმად, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები ყველაზე მეტად გარიყულ ადამიანებს შორის არიან მსოფლიოში. ანგარიში, რომლის სათაურია „მსოფლიოს ბავშვების მდგომარეობა“, ამბობს, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები სამჯერ, ან ოთხჯერ უფრო ხშირად ხდებიან ფიზიკური და სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი, ვიდრე ბავშვები, რომლებსაც შეზღუდული შესაძლებლობები არ აქვთ. ამასთან, ასეთ ბავშვებს ხშირად ხელი არ მიუწვდებათ სათანადო სამედიცინო მომსახურებაზე და განათლებაზე. ანგარიშის თანახმად, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს არ აქვთ საკმარისი ინფორმაცია სექსუალური განათლების და სექსობრივი გზებით გადამდები დაავადებების სფეროებში, რაც ზრდის მათი მსხვერპლად ქცევის ალბათობას. უნისეფი მსოფლიოს საზოგადოებებს მოუწოდებს შეცვალონ დამოკიდებულება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მიმართ, ისინი უფრო მეტად ჩართონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში და უზრუნველყონ მათთვის სოციალური და სამედიცინო დახმარების გაწევა.
XS
SM
MD
LG