Accessibility links

logo-print

ვაშინგტონისთვის სირიის საკითხში რუსეთი დაინტერესებული პარტნიორია


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ჯენიფერ პსაკიმ ვაშინგტონში ბრიფინგზე განაცხადა, რომ რუსეთი, ირანისგან განსხვავებით სირიის კონფლიქტის პოლიტიკური მოგვარებითაა დაინტერესებული. მისი თქმით „რუსეთის გადაწყვეტილებას, მიაწოდოს სირიის რეჟიმს იარაღი, რა თქმა უნდა, არ ვეთანხმებით, მაგრამ რუსეთმა თავი გვაჩვენა, როგორც დაინტერესებულმა მხარემ და დაინტერესებულმა პარტნიორმა, ვიმოძრაოთ სირიაში გარდაქმნის პოლიტიკური გზით მოგვარების მიმართულებით. ვერ ვხედავთ დასტურს, რომ ირანს სურდეს იგივე, სისხლისღვრის დასრულება. ესაა განსხვავება ამ ორს, რუსეთსა და ირანს შორის. არ არის მიღებული გადაწყვეტილება, თუ ვინ მიიღებს ჟენევის კონფერენციაში მონაწილეობას. რუსეთს აშკარად წარმოადგენს წამყვან პარტნიორს ამ პროცესის დაგეგმვაში“.
XS
SM
MD
LG