Accessibility links

logo-print

ბაშარ ალ-ასადი სამშვიდობო მოლაპარაკებაზე თავის ხალხს გააგზავნის


სირიის პრეზიდენტმა, ბაშარ ალ-ასადმა, „პრინციპში“ თანხმობა განაცხადა, მიავლინოს თავისი ხალხის სამშვიდობო მოლაპარაკებაზე. ლიბანის ჰიზბოლასთან დაკავშირებულ ტელეარხს, „ალ-მანარს,“ მან განუცხადა, რომ მოლაპარაკებაზე მიღწეული ნებისმიერი შეთანხმება რეფერენდუმით უნდა დამტკიცდეს. ხუთშაბათს, უფრო ადრე, სირიის გარეთ მოქმედმა ოპოზიციურმა ჯგუფმა, რომელსაც დასავლეთი უჭერს მხარს, განაცხადა, რომ არ ჩაერთვება მოლაპარაკებაში, სანამ სისხლისღვრა გრძელდება. ხუთშაბათს, ინტერვიუში, ასადმა, განაცხადა, რომ რუსეთმა შეასრულა იარაღის მიწოდების შეთანხმების პირობები, მაგრამ მას არ უთქვამს ცხადად, გულისხმობდა თუ არა ეს ანტისაჰაერო სისტემის , „ეს-300-ის მიწოდებასაც. ადრე, „ალ-მანარმა“ გაავრცელა ასადის ინტერვიუს ფრაგმენტი, სადაც ის ამბობდა, რომ სირიამ რუსეთიდან უკვე მიიღო ამ რაკეტების პირველი პარტია.
XS
SM
MD
LG