Accessibility links

logo-print

გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტების მიერ მოკლული ტოდაშევის მამა სამართალდამცველებს ადანაშაულებს


აშშ-ი, გამოძიების ფედერალური ბიუროს თანამშრომლების მიერ მოკლული იბრაგიმ ტოდაშევის მამა, რომელმაც პრესკონფრენცია გამართა მოსკოვში, აცხადებს, რომ მისი შვილი სასქტიკად მოკლეს. აბდულბაკი ტოდაშევმა წარმოადგინა ფოტოსურათები, სადაც, მისი მტკიცებით, ჩანს, რომ მისი ვაჟის სხეულზე შვიდი ნატყვიარი ჩანს, მათგან ერთი თავის არეშია, უკნიდან სროლის შეედგად. 27 წლის იბრაგიმ ტოდაშევი ბოსტონის ტერაქტის გამო დაკითხეს. გამოძიების ფედერალური ბიუროს აინტერესებდა, ჰქონდა თუ არ ტოდაშევს კავშირები ეჭვმიტანილ, პოლიციის მიერ მოკლულ ტამერლან ცარნავეთან. გამოძიების ფედერალური ბიუროს თანახმად, ტოდაშევს მაშინ ესროლეს, როცა მან ერთ-ერთ აგენტს შეუტია.
XS
SM
MD
LG