Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ივანიშვილი: "ისტერიკებში ნუ წავალთ და ნუ გადავარდებით"


საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ რუსული საოკუპაციო ძალების მიერ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ ღობეების აგების და საზღვრის საქართველოს ტერიტორიის სიღრმეში გადმოწევის გამო „ისტერიკაში გადავარდნა“ საჭირო არ არის. ხუთშაბათს საღამოს ტელეკომპანია „კავკასიის“ თოქშოუში საუბრისას ივანიშვილმა განაცხადა, რომ მთავრობამ ყველაფერი გააკეთა, რაც დიპლომატიურ ფრონტზე იყო საჭირო, რათა ამ საკითხის მიმართ საერთაშორისო პარტნიორების ყურადღება მიეპყრო; მისი თქმით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომაც საკმაოდ მკაცრი განცხადება გააკეთა. „მე უფრო ზომიერად ვეკიდები ამ საკითხს, რადგანაც მგონია, რომ გაუგებრობაა უფრო მეტი აქ, ვიდრე პოლიტიკა მართული ცენტრიდან, კრემლიდან; მე ასეთი ეჭვი მაქვს, თუმცა მტკიცებულებები ამისა არ გამაჩნია; დაველოდოთ მოვლენებს“, – განაცხადა მან. ივანიშვილმა თქვა, რომმისი მთავრობის სტრატეგია, რომლისაც მას სჯერა, "და სხვა გზა არ არსებობს, რამეთუ დიპლომატიით და ნორმალური მოლაპარაკებებით უნდა მოვახერხოთ [ურთიერთობის დალაგება] და ჩვენ გვაქვს ამის ვალდებულება, რომ დავალაგოთ [ურთიერთობები] და გავაკეთებთ კიდეც ამას, თუმცა ეს არ არის იოლი საქმე და მე არასდროს არ მომიხსენიებია ეს, როდესაც ოპოზიციაშიც ვიყავი, მაშინაც არ ვაილებდი ამ პროცესს, რომ მოვალთ და ორ დღეში დავალაგებთ... თუმცა ამას არც განუსაზღვრელი დრო დასჭირდება“.
XS
SM
MD
LG