Accessibility links

logo-print

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა შეშფოთება გაიზიარა ადმინისტრაციულ საზღვარზე ზღუდეების აღმართვის გამო


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაიზიარა საქართველოს შეშფოთება, რომელიც გამოითქვა რუსეთის ჯარის მიერ ადმინისტრაციულ საზღვარზე გასწვრივ ღობეების აღმართვის გამო. „საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ დაადასტურა, რომ ღობეების აღმართვა და მავრთულხლართების გაბმა ხორციელდება საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ“, – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესპიკერმა იენ პსაკიმ 30 მაისს გამართულ ბრიფინგზე, როდესაც მას სთხოვეს ამ საკითხზე კომენტარი გაეკეთებინა. „ჩვენ ვიზიარებთ საქართველოს შეშფოთებას, რომ ზღუდეები ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს და 2008 წლის შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე“, – განაცხადა მან და კიდევ ერთხელ გაიმეორა აშშ–ის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
XS
SM
MD
LG