Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურატურამ შეიძლება მიხეილ სააკაშვილი დაკითხოს


საქართველოს გენერალური პროკურატურის თანახმად, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შეიძლება დაკითხონ სახელმწიფო სახსრების ბოროტად გამოყენების საქმეში. პროკურატურის წარმომადგენელმა, ხათუნა პაიჭაძემ, სატელევიზიო განცხადებაში თქვა, რომ საქმე ეხება სააკაშვილის მიერ, სავარაუდოდ, სახელმწიფო ხაზინგიდან, 11 ათასი დოლარის გამოყენებას 2009 და 2011 წლებში, ნიუ იორკში ბოტოქსის ოპერაციისთვის. პაიჭაძის თქმით, იძიებენ ასევე საკაშვილის მიერ უცნობი ამერიკელი მსახიობის პორტრეტში სახელმწიფო ფონდიდან ექვსი ათას გირვანქა სტერლინგის გადახდის საქმეს. მანვე განაცხადა, რომ საქართველოს კანონმდებლობით, პრეზიდენტის დაკითხვა შეიძლება.
XS
SM
MD
LG