Accessibility links

logo-print

ირანში საპრეზიდენტო კანდიდატებმა სატელევიზიო დებატები დაიწყეს


ირანის საპრეზიდენტო არჩევნების რვა მონაწილე სატელევიზიო დებატებში ჩაება. ირანის მედიის თანახმად, პარასკევის დებატების თემებია ეკონომიკა, საგარეო პოლიტიკა, ასევე ირანის მოლაპარაკება დასავლეთის ქვეყნებთან თავისი ბირთვული პროგრამის გამო. 21 მაისს დაადგინა გუშაგთა საბჭოდ წოდებულმა უწყებამ, რომ 700-დან რვა კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას 14 ივნისის არჩევნებში. კანდიდატებს შორის არიან პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, ღოლამ ალი ჰადამ ადელი, ბირთვულ სფეროში მთავარი წარმამადგენელი, საიდ ჯალილი, ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, მოჰსენ რეზაი, მაღალი რანგის სასულიერო პირი და ბირთვულ სფეროში ყოფილი მთავარი წარმამადგენელი, ჰასან როჰანი, უნივერსიტეტის პროფესორი, მოჰამად რეზა არეფი, თეირანის მერი, მოჰამად მაქერ ყალიბაფი, ტელეკომუნიკაციების ყოფილი მინისტრი, მოჰამად ღარაზი და ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, ალი აქბარ ველაიეთი.
XS
SM
MD
LG