Accessibility links

logo-print

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ერგნეთის შეხვედრაზე განცხადებას ავრცელებს


საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განცხადებით, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, ერგნეთში გაიმართა რიგით 34-ე შეხვედრა, რომელზეც შეშფოთება გამოთქვეს ღობის გავლების გააქტიურებასთან და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მიმდებარე ტერიტორიაზე ადამიანების დაკავების გახშირებასთან დაკავშირებით. განცხადებაში, რომელიც სადამკვირვებლო მისიის ვებსაიტზე გამოქვეყნდა, ნათქვამია აგრეთვე, რომ შეხვედრაზე განიხილეს ზარდიანთკარში არსებული ვითარება და გაუჩინარებულ ადამიანებთან დაკავშირებული საკითხებიც. შეხვედრის მონაწილეებმა კმაყოფილება გამოთქვეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის, ანდჟეი ტიშკევიჩის მიუკერძოებელი საქმიანობის გამო ბოლო ორი წლის განმავლობაში. ერგნეთში 31 მაისს ბოლო შეხვედრა გაიმართა მისი მონაწილეობით.
XS
SM
MD
LG