Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის პრეზიდენტობის კანდიდატებმა ტელედებატები გამართეს


ირანის პრეზიდენტობის რვა კანდიდატმა პარასკევს მონაწილეობა მიიღო პირდაპირ ეთერში ნაჩვენებ ტელედებატებში. მათ არ მიუმართავთ ერთმანეთის მკაცრი კრიტიკისათვის. კითხვა-პასუხის რეჟიმში, თითოეულ კანდიდატს 90 წამი ჰქონდა კონკრეტულ შეკითხვაზე საპასუხოდ. ძირითადი აქცენტი კეთდებოდა სოციალურ და ეკონომიკურ თემებზე, როგორიცაა უმუშევრობის და ინფლაციის პრობლემები. ირანის გუშაგთა საბჭომ 21 მაისს მხოლოდ რვა კანდიდატი დაამტკიცა საპრეზიდენტო არჩევნებისათვის. არჩევნები 14 ივნისს გაიმართება.
XS
SM
MD
LG