Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანის საკანონმდებლო ასამბლეამ ფიცი დადო


შაბათს პაკისტანის ახლადარჩეულმა პარლამენტის წევრებმა ფიცი დადეს, რითაც ქვეყანაში პირველად განხორციელდა ძალაუფლების დემოკრატიული გადაცემა. ფიცის საზეიმო ცერემონია ისლამაბადში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების პირობებში ჩატარდა. ასამბლეის სპიკერს ფარული კენჭისყრით ორშაბათს აირჩევენ. ქვეყნის ახალი პრემიერ-მინისტრი გახდა გამარჯვებული პოლიტიკური ძალის, პაკისტანის მუსლიმთა ლიგა „ნ“ის ლიდერი ნავაზ შარიფი, რომელმაც ერთგულების ფიცი ქვედა პალატაში ოთხშაბათს დადო. პაკისტანის მუსლიმთა ლიგამ საპარლამენტო არჩევნებში 342 კაციან პარლამენტში 177 მანდატი მოიპოვა და აქვს ბერკეტები თანამდებობიდან გადააყენოს პრეზიდენტი ასიფ ალი ზარდარი, რომლის უფლებამოსილებაც სექტემბერში იწურება
XS
SM
MD
LG