Accessibility links

ნატოს მომდევნო სამიტი მომავალ წელს გაიმართება


ნატოს მომავალი სამიტი, რომელიც ავღანეთიდან ნატოსა და სართაშორისო ძალების საბრძოლო დანაყოფების გაყვანის საკითხს მიეძღვნება, მომავალ წერს ჩატარდება. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ შაბათს ნატოს გენერალურ მდივან ანდერს ფოგ რასმუსენთან ვაშინგტონში გამართული შეხვედრის დროს განაცხადა. თუმცა, ნატოს მომდევნო სამიტის ჩატარების დრო და ადგილი ჯერჯერობით უცნობია. აშშ-ი და მისი 28 ნატოელი მოკავშირე 2014 წლისათვის აპირებენ გაიყვანონ საბრძოლო დანაყოფები ავღანეთიდან. ობამას თქმით, მან და რასმუსენმა ისაუბრეს იმ ნაბიჯებზე, რაც იქნება იმის გარანტია, რომ ავღანეთის უსაფრთხოების ძალები შეძლებენ ეფექტიანად განახორციელონ კონტროლი ქვეყანაში, რათა ავღანეთი აღარ გადაიქცეს ტერორისტთა თავშესაფრად.
XS
SM
MD
LG