Accessibility links

logo-print

ილია მეორე პუტინს სათანადო ზომების მიღებისაკენ მოუწოდებს


სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ რუსი ჯარისკაცების მიერ სოფელ დიცთან საქართველოს დროებითი საზღვრის გადმოწევის გამო რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს წერილობით მიმართა. „გამოვთქვამთ შეშფოთებას რუსი ჯარისკაცების მიერ სოფელ დიცთან საქართველოს დროებითი საზღვრის გადმოწევის გამო. ეს არის ჩვენი მოსახლეობისთვის მეტად მტკივნეული და მოულოდნელი ქმედება, მით უმეტეს, იმ მცდელობების ფონზე, რასაც ჩვენი ქვეყნები ურთიერთობის ნორმალიზებისათვის აკეთებენ და რაც საქართველოში არსებული რთული პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, ჩვენთვის ადვილად განსახორციელებელი არ არის,“- ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიმართვაში. სოფელ დიცის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსი მესაზღვრეები რამდენიმე დღის წინ გამოჩნდნენ და ახალი "საზღვრის" გავლება დაიწყეს - მათ ჩაარჭეს ძელები, რომლებზეც მავთულხლართებს აბამენ. ამ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებამ ოფიციალური პროტესთით მიმართა მოსკოვს და განმარტება მოითხოვა. „ვიმედოვნებთ, თქვენ სწორ შეფასებას მისცემთ შექმნილ ვითარებას და მიიღებთ სათანადო ზომებს აღნიშნული მდგომარეობის დროულად გამოსწორებისათვის", - ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ ვლადიმერ პუტინისადმი გაგზავნილ მიმართვაში.
XS
SM
MD
LG