Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უპილოტო თვითმფრინავმა სავარაუდო ალ ყაიდის წევრები დახოცა


იემენის ხელისუფლების ინფორმაციით, ალ ყაიდას სავარაუდო 7 წევრი დაიღუპა აშშ-ის ორი უპილოტი თვითმფრინავის მიერ განხორციელებული საავიაციო დარტყმის შედეგად. შაბათს განხორციელებული საავიაციო იერიშის ფონია აშშ-ის პრეზიდენტის ამასწინანდელი განცხადება, რომ ასეთ თავდასხმები მხოლოდ მაშინ იქნება გამოყენებული, როდესაც საფრთხე „გრძელდება და გარდაუვალია.“ იემენის ხელისუფლების ინფორმაციით, შვიდი ეჭვმიტანილი ორი მანქანით გადაადგილდებოდნენ აბიანის პროვინციის ალ მაჰფადის რაიონში, სადაც ალ ყაიდას მძლავრი ბაზები აქვს. ისლამისტებმა, რომლებსაც ალ ყაიდასთან აქვთ კავშირი, იემენის ზოგიერთ რაიონზე 2001 წლის შემდეგ დაამყარეს კონტროლი, მას შემდეგ, როდესაც 2011 წლის არაბული გაზაფხულის სახელით ცნობილი საპროტესტო გამოსვლების შემდეგად დასუსტდა ხელისუფლება სანააში. თუმცა, იემენის სამთავრობო ჯარებმა აშშ-ის სამხედრო დახმარებით შეძლეს გასულ წელს ქალაქების უკან დაბრუნება.
XS
SM
MD
LG