Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მახაჩყალის მერი გამომძიებლის მკვლელობის საქმეზე დააკავეს


რუსეთის პრობლემური დაღესტნის რეგიონის დედაქალაქ მახაჩყალის მერი ქვეყნის წამყვანი გამომძიებლის მკვლელობის ორგანიზების ბრალდებით დააკავეს. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის სპეციალურმა წარმომადგენელმა ვლადიმერ მარკინმა შაბათს განაცხადა, რომ საიდ ამიროვი და 10 სხვა პირი მკვლელობასთან კავშირში არიან ეჭვმიტანილნი. მისივე თქმით, მერი ამიროვი შემდგომი საგამომძიებლო მოქმედებისათვის მოსკოვშია გადაყვანილი.
XS
SM
MD
LG