Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტის უზენაესმა სასამართლომ ბათილად ცნო პარლამენტის ზედა პალატა და საკონსტიტუციო კომისია


ეგვიპტის უზენაესმა სასამართლომ ბათილად ცნო კანონმდებლობა, რომლის საფუძველზეც იქნა არჩეული ქვეყნის პარლამენტის ზედა პალატა, შურას საბჭო, და შეიქმნა კომისია, რომელიც ახალი კონსტიტუციის შემუშავებაზე მუშაობდა. ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ხაზგასმულია, რომ ამჟამინდელი შურა, რომელშიც ისლამისტები დომინირებენ, არ შეიძლება დათხოვნილ იქნეს შემდეგ საპარლამენტო არჩევნებამდე. ჯერჯერობით არ არის ნათელი, რა ბედი ეწევა ახალ კონსტიტუციას, რომელიც საერთო-სახალხო რეფერენდუმზე იქნა მოწონებული დეკემბერში. მოძრაობა „მუსლიმთა ძმობის“ მხარდაჭერით არჩეულ პრეზიდენტ მოჰამედ მურსის ოპონენტების თანახმად, ის და მისი თავისუფლებისა და სამართლიანობის პარტია პარლამენტს საკუთარი ინტერესების განსახორციელებლად იყენებენ.
XS
SM
MD
LG