Accessibility links

logo-print

ერაყში გაანადგურეს „ალ-ყაიდის“ ლაბორატორია, რომელშიც მომწამლავ გაზს ამზადებდნენ


ერაყის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მან აღმოაჩინა და გაანადგურა „ალ-ყაიდის“ ლაბორატორია, რომელშიც ამზადებდნენ მომწამლავ გაზს ერაყში, ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში გამოსაყენებლად. ერაყის სამხედრო უწყების წარმომადგენელმა გამოაცხადა, რომ ბაღდადში აღმოჩენილ ობიექტზე ხუთი ადამიანი აწარმოებდა ზარინს და იპრიტს. ისინი შხამიან პროდუქციას მეზობელ ქვეყნებში აგზავნიდნენ შემდგომი ტრასპორტირებისთვის.
XS
SM
MD
LG