Accessibility links

logo-print

ჩეხეთის უდიდეს ნაწილში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა წყალდიდობის გამო


ჩეხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა პეტრ ნეჩასმა ჩეხეთის ტერიტორიის უდიდეს ნაწილში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ამავე დროს მთავრობის მეთაურმა განკარგულება გასცა, 300 მილიონი კრონის გამოყოფის შესახებ (რაც დაახლოებით 15 მილიონი დოლარის ეკვივალენტია) ყველაზე სასწრაფო ზომების მისაღებად, რაც საჭიროა წყალდიდობის შედეგების აღმოფხვრისთვის. ეს მეტია, ვიდრე გამოყოფილი იყო 2002 წლის კატასტროფული წყალდიდობის დროს იქნა გამოყოფილი. გერმანიაში, ავსტრიაში, შვეიცარიასა და ჩეხეთში წყალდიდობა გამოიწვია მრავალდღიანმა გადაუღებელმა წვიმებმა. კალაპოტიდან გადმოვიდა დიდი და პატარა მდინარეები. არის მსხვერპლი და უგზო-უკვლოდ დაკარგულები. პრაღაში დაიხურა მეტროს რვა სადგური. ევაკუირებულია ქალაქის ერთ-ერთი საავადმყოფო. დაიტბორა მრავალი საცხოვრებელი სახლისა და საზოგადოებრივი დაწესებულების სარდაფები და პირველი სართულები. პრაღის ზოოპარკში ცხოველები ევაკუაციისთვის მოამზადეს.
XS
SM
MD
LG