Accessibility links

logo-print

რეჯეპ ტაიპ ერდოანმა უკუაგდო ავტორიტარიზმში ბრალდებები


თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა უკუაგდო ბრალდებები, რომ ის ავტორიტარი ლიდერია. კვირას გაკეთებული განცხადება მოჰყვა ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების დაშლას. ერდოანის ისლამისტური მიმართულების სამართლიანობისა და განვითარების პარტიას, რომელიც ხელისუფლებაშია 2002 წლის შემდეგ, ოპონენტები მზარდ ავტორიტარიზმში ადანაშაულებენ. კვირას ანკარაში გამოსვლისას ერდოანმა უარყო, რომ ის დიქტატორია და თქვა, რომ მისი ერთადერთი მიზანია ქვეყნის მსახურება. ამასობაში ასობით დემონსტრანტმა ხელახლა დაიკავა სტამბოლის ცენტრში მდებარე ტაქსიმის მოედანი, სადაც კვირას დღის პირველ ნახევარში სიმშვიდე იყო პარასკევს დაწყებული გამოსვლების შემდეგ. როგორც ჩვენი კორესპონდენტი იტყობინება, პოლიციამ პირველად გამოიყენა საბრძოლო ვაზნები. დაჭრილია ერთი ადამიანი. დაკავებულია ათობით სხვადასხვა დემონსტრაციაში მონაწილე ათასზე მეტი პირი. არეულობა მოჰყვა სტამბოლში გასულ კვირაში ჩატარებულ საპროტესტო გამოსვლებს, რომლებიც მიმართული იყო ტაქსიმის მოედნის მახლობლად მდებარე პარკში დაგეგმილი მშენებლობის წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG