Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხედრო ტრიბუნალი დღეს იწყებს ბრედლი მენინგის საქმის განხილვას


აშშ-ში სამხედრო ტრიბუნალზე დღეს დაიწყება ბრედლი მენინგის საქმის განხილვა. 25 წლის ამერიკელ ჯარისკაცს - ბრედლი მენინგს ბრალად ედება „ვიკილიკსისთვის“ ასობით ათასი საიდუმლო დოკუმენტის მიწოდება. თუკი სამხედრო ტრიბუნალზე ბრალი დაუმტკიცდება, მენინგს სამუდამო პატიმრობა ელის. პროცესი ვაშინგტონთან ახლოს, ფორტ მიდში გაიმართება. მენინგმა ბრალდების ზოგიერთ პუნქტში თავი დამნაშავედ სცნო, თუმცა, უარყოფს ყველაზე სერიოზულ ბრალდებას - ამერიკის მტრისთვის დახმარების გაწევას. ბრედლი მენინგი ბოლო სამი წლის განმავლობაში საპატიმროშია. ის ირწმუნება, რომ მისი ქმედების მოტივი იყო აშშ-ის სამხედრო მოქმედებებისა და პოლიტიკის შესახებ დებატების პროვოცირება. აშშ-ის ხელისუფლება აცხადებს, რომ მენინგის ხელშეწყობით ინფორმაციის გაჟონვამ დააზარალა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოება და საფრთხე შეუქმნა აშშ-ის მოქალაქეებს.
XS
SM
MD
LG