Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში პოლიტკოვსკაიას საქმეზე წინასწარი მოსმენა დაიწყო


მოსკოვის საქალაქო სასამარლოში დაიწყო წინასწარი მოსმენა ცნობილი რუსი გამომძიებელი ჟურნალისტის ანა პოლიტკოვსკაის მკვლელობის საქმეზე. საქმეში ფიგურირებს ხუთი ბრალდებული, მათ შორის ოთხი - ლომ ალი გაიდუკაევი, მისი ნათესავები რუსტამ, იბრაგიმ და ჯაბრაილ მახმუდოვები - რუსეთის ჩრდილოეთ კავკასიის ჩეჩნეთის რესპუბლიკიდან არიან. ყოფილი პოლიციელი სერგეი ხაჯიკურბანოვი კი მკვლელობისა და იარაღის არალეგალურ შენახვაშია ბრალდებული. სამი განსასჯელი 2009 წელს გაამართლეს, თუმცა მათი საქმე ხელახლა ისმინება. ყოფილი პოლიციელი დიმიტრი პავლიჩენკო, რომელიც გამოძიებასთან თანამშრომლობას დათანხმდა, ცალკე გაასამართლეს და გასული წლის დეკემბერში 11 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს. ანა პოლიტკოვსკაია 2006 წლის 7 ოქტომბერს მისი საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში მოკლეს. იგი ცნობილი იყო ჩეჩნეთში ადამიანის უფლებათა დარღვევებზე ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიებითა და უფლებადაცვითი საქმიანობით.
XS
SM
MD
LG