Accessibility links

logo-print

ეკატერინბურგში რუსეთ-ევროკავშირის სამიტი დაძაბულობის ფონზე გაიხსნა


რუსეთ-ევროკავშირის 31-ე სამიტი ორშაბათს რუსეთის მთიანი ურალის ქალაქ ეკატერინბურგში გაიხსნა. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ჰერმან ვარ რუმპესთან და ევროკომისიის პრეზიდენტ ჯოზე მანუელ ბაროზუსთან გამართავს მოლაპარაკებას. სამიტის ფონია დაძაბულობა ევროკავშირსა და მოსკოვს შორის, რაც ბრიუსელის მხრიდან სირიის მიმართ იარაღის ემბარგოს ცალმხრივად გაუქმებამა გამოიწვია. ვლადიმერ პუტინი კი განაგრძობს სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ ასადის მხარდაჭერას. დაძაბულობას აღრმავებს ევროკავშირის ძალისხმევა, შეამციროს რუსეთის სახელმწიფო კომპანია „გაზპრომის“ გავლენა ევროკავშირის ბაზარზე, რომლის ერთი მესამედიც რუსეთიდან ექსპორტირებულ ბუნებრივ აირს უჭირავს.
XS
SM
MD
LG