Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში ნატოს ორი ჯარისკაცი დაიღუპა


ნატოს საერთაშორისო ძალების ორი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა თვითმკვლელი ტერორისტის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად აღმოსავლეთ ავღანეთის პროვინციაში. მოტოციკლზე მჯდომმა თვითმკვლელმა მოიერიშემ ორშაბათს სულ ცოტა 9 სკოლის მოწაფე და პოლიციის ოფიცერი დახოცა პაკტიას პროვინციაში მდებარე სკოლის წინ. ოფიციალური ინფორმაციით, იერიშის სამიზნე იყო ამერიკის სამხედრო პატრული. ჯარისკაცების დაღუპვა დაადასტურა ნატოს სარდლობამ, თუმცა მათი ვინაობა ცნობილი არ არის. ავღანეთის ლაგმანის პროვინციაში ორშაბათს შვიდი სამოქალაქო პირი, მათ შორის ქალები და ბავშვები დაიღუპნენ სამგზავრო ავტობუსის ფუგასურ ბომბზე აფეთქების შედეგად. ორ ტერორისტულ თავდასხმას სულ მცირე 18 ადამიანი შეეწირა.
XS
SM
MD
LG