Accessibility links

logo-print

აღმოსავლეთ ევროპაში წყალდიდობამ სამი ადამიანი იმსხვერპლა


სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა წყალდიდობისა და მეწყრის შედეგად, რომელიც ჩეხეთის რესპუბლიკას, ავსტრიას და გერმანიას დაატყდა თავს. ეს არის აღმოსავლეთ ევროპის ყველაზე უარესი წყალდიდობა ბოლო 10 წლის განმავლობაში. ჩეხეთის მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და დაახლოებით 300 მილიონი კრონი, ანუ 15 მილიონი დოლარი გამოყო სამაშველო საქმიანობისა და დაზარალებული რეგიონების დასახმარებლად. პრაღის მთავრობის გადაწყვეტილებით მუშაობა შეაჩერა მეტროს რამდენიმე სადგურმა, მდინარე ვლტავის ირგვლივ აიგო დამცავი ბარიერები, რამაც დატბორვას უნდა გადაარჩინოს ქალაქის ისტორიული ნაწილი. ორი ადამიანი დაიღუპა პრაღის სამხრეთში მას შემდეგ, რაც წყალდიდობამ მათი საცხოვრებელი სახლი დაანგრია. ავსტრიაში კი მეწყერმა ერთი ადამიანი იმსხვერპლა.
XS
SM
MD
LG