Accessibility links

logo-print

ერდოანმა პროტესტის უკან „ექსტრემისტული ელემენტები“ დაინახა


თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა თურქებს მოუწოდა არ აყვნენ საპროტესტო გამოსვლებს, რომლებიც „ექსტრემისტული ელემენტების“ მიერ არის პროვოცირებული. თურქეთის პოლიციამ ანტისამთავრობო დემონსტრაციის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. ათობით ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა კვირას თურქეთის დედაქალაქ ანკარაში, სტამბოლსა და რამდენიმე სხვა ქალაქში გამართულ საპროტესტო გამოსვლებში. გავრცელდა ცნობები სტამბოლსა და ანკარაში პრემიერ-მინისტრის ოფისებთან დემონსტრანტებსა და სამართალდამცავებს შორის შეტაკებების შესახებ.
XS
SM
MD
LG