Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთი ადგენს თალიბანის ლიდერების ირანში შეხვედრებს


ავღანეთის ხელისუფლების თანახმად, მან ოფიციალურად მიმართა ირანის მთავრობას იმის დასადგენად, თუ რა ვითარებაში გაიმართა თალიბანის ლიდერების შეხვედრა თეირანში. ავღანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომდგენელმა ჯანან მუსაზაიმ განაცხადა, რომ ისინი მჭიდრო ურთიერთობაში არიან ირანთან, რათა მეტი შეიტყონ თალიბანის დელეგაციის ვიზიტის შესახებ. მუსაზაის თქმით, თეირანი მხარს უჭერს ავღანეთის ხელისუფლების ძალისხმევას, რათა დაიწყოს სამშვიდობო პროცესი მეამბოხეებთან. ორშაბათს, თალიბანის ოფიციალურმა წარმომადგენლმა ქარი იუსეფ აჰმადიმ აღნიშნა, რომ მოძრაობის პოლიტიკური ხელმძრვანელობა გასულ შაბათ-კვირას ირანის ოფიციალურ პირებს შეხვდა. აჰმადის თქმით, თეირანში გამართულ რელიგიურ კონფერენციაში თალიბანის ზოგიერთი ლიდერიც მონაწილეობდა.
XS
SM
MD
LG