Accessibility links

logo-print

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ორმა მოსამართლემ საგანგებო განცხადება გაავრცელეს


„ასეთი ფსევდო საარჩევნო ვითარება, შესაძლებელია მისაღები იყოს პოლიტიკური კონიუნქტურისთვის, მაგრამ სრულიად შეუსაბამოა მართლმსაჯულების დიადი იდეის განმხორციელებელ მოსამართლეთათვის,“ - ნათქვამია საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრების, ნათია წკეპლაძისა და თეიმურაზ თოდრიას მიერ გავრცელებულ საგანგებო განცხადებაში, რომელიც 9 ივნისისთვის დანიშნულ მოსამართლეთა კონფერენციას ეხება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ როგორც წინასაარჩევნო, ასევე არჩევნების დღეს, მოსამართლეთა კონფერენციაზე უნდა უზრუნველყოს არა რომელიმე ჯგუფის, არამედ, უკლებლივ ყველა მოსამართლის ინტერესების გამოხატვა, სამართლიანი საარჩევნო პროცედურების მეშვეობით სრულფასოვანი თვითმმართველობის განხორციელება, სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა ნებისმიერი ჩარევისაგან, არ დაუშვას სასამართლო ადმინისტრაციის რესურსის გამოყენება მოსამართლეთა თავისუფალი ნების დასათრგუნად, - ნათქვამია ორი მოსამართლის მიერ გაკეთებულ განცხადებაში.
XS
SM
MD
LG