Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს-მ კონფლიქტის ზონაში შექმნილი ვითარება გააცნო დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს


ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან მდებარე სოფლებში არსებული ვითარება და რუსეთის საოკუპაციო ძალების ბოლოდროინდელი მოქმედებები შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელებმა გააცნეს საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. მათ დეპარტამენტის დირექტორმა დავით სუჯაშვილმა შესთავაზა, რომ პარასკევს რეგიონში გაემგზავრონ და სიტუაციას ადგილზე გაეცნონ. შსს-ს წარმომადგენლებმა უცხოელ დიპლომატებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს სთხოვეს, ოკუპირებული ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ვითარებით და პრობლემებით უფრო ღრმად დაინტერესდნენ.
XS
SM
MD
LG