Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში ნატოს კვირეული დაიწყო


საქართველოში დაიწყო ნატოს კვირეული, რომლის გახსნას თბილისში დაესწრო ალიანსის გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი. მისი განცხადებით, სასიამოვნოა, რომ საქართველოს ახალი მთავრობა განაგრძობს წინამორბედის მიერ დაწყებულ რეფორმებს და ქვეყანამ მიაღწია სტაბილურ, უწყვეტ პროგრესს. გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ნატო რჩება საქართველოს ძლიერ მხარდამჭერად და ადასტურებს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებას, რომ შესაბამისი მზადყოფნის შემთხვევაში საქართველო ალიანსის წევრი გახდება. ჯეიმს აპატურაიმ მადლობა გადაუხადა საქართველოს ავღანეთის მისიაში შეტანილი წვლილისთვის.
XS
SM
MD
LG